სომხეთში კორონავირუსის 531 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში კორონავირუსის 531 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 438 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 48-ით გაიზარდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 ნოემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 17 195-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 334 878 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 308 922 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 7 356 ადამიანი გარდაიცვალა.