სომხეთში კორონავირუსის 370 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ცხრა ადამიანი

11:13, 12.10.2020

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 370-ით გაიზარდა და დღეისთვის 56 821-ს შეადგენს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 1026 პაციენტია გარდაცვლილი. იმ პაციენტების რიცხვი კი, რომელთაც ვირუსი ჰქონდათ, თუმცა გარდაცვალების მიზეზი სხვა თანმხლები დაავადება გახდა, 306-ს შეადგენს.

მსგავსი