სომხეთში კორონავირუსის 348 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 348 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 348 ადამიანს დაუდასტურდა, 1 267 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 22 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ორი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსის 2 483 ტესტი ჩატარდა.

ინფორმაციას გამოცემა „ნიუს ამი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

29 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 158 296 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 140 942 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 2 797 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 676 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.