სომხეთში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი

12:42, 10.01.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 337 ადამიანს დაუდასტურდა, 419 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 2 096 ტესტი ჩატარდა.

10 იანვრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 162 131 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 149 312 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 2 929 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 700 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

მსგავსი