სომხეთში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პირი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 12 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 662-ს შეადგენს. ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
ამრიგად, 21 ივლისის მონაცემებით, სომხეთში აღრიცხულია ინფიცირების 35 254 შემთხვევა. ამჟამად მკურნალობას აგრძელებს 10 171 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 24 206 პაციენტი.
სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ გასულ 24 საათში კიდევ ექვსი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, თუმცა მათი სიკვდილის მიზეზი სხვა დაავადებები იყო. სომხეთში სულ მსგავსი 215 შემთხვევაა აღრიცხული.