სომხეთში კორონავირუსის 1 025 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 1 025 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 025 შემთხვევა გამოვლინდა, 626 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 20 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ოთხის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 4 639 ტესტი ჩატარდა.

7 აპრილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 198 898 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 178 227 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 647 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 936 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

დატოვე კომენტარი