სომხეთში კორონავირუსის 1 014 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 1 014 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 014 შემთხვევა გამოვლინდა, 882 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 23 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ შვიდის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 4 950 ტესტი ჩატარდა.

15 აპრილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 206 142 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 185 125 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 817 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 964 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.

დატოვე კომენტარი