სომხეთში, ხანდაზმულთა თავშესაფარში 41 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
სომხეთში, ხანდაზმულთა ერთ-ერთ თავშესაფარში კორონავირუსი გავრცელდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „ნიუს ამი“ ავრცელებს.
როგორც სომხეთის შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროში აცხადებენ, ერევანში მდებარე ნორქის ხანდაზმულთა თავშესაფარში ანალიზი 70 ადამიანს აუღეს, საიდანაც 41-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამჟამად ხუთი ადამიანი ჰოსპიტალიზებული, დანარჩენები კი იზოლირებულები არიან. ინფიცირებულებს შორის არიან როგორც ხანდაზმულთა სახლის მცხოვრებლები, ისე პერსონალი.