სომხეთში, იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

სომხეთში, იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ სამონასტრო კომპლექს ახპატის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

როგორც სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, 8 ივნისს საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი შენობა მთლიანად დაიწვა.

მეხანძრეებმა ცეცხლის გავრცელება აღკვეთეს, თუმცა სამონასტრო კომპლექსის ერთი შენობა – 600 კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად დაიწვა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გავრცელებული ცნობით, დამწვარი შენობა საერთო საცხოვრებელი იყო.