სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.
14 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 16 667 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 269 ადამიანი. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 91 კოვიდინფიცირებული სხვა დაავადებით გარდაიცვალა.
სომხეთში ვირუსისგან 6 214 ადამიანი განიკურნა. ამ დროისთვის საავადმყოფოებში 10 093 პაციენტი მკურნალობს.