სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. კანონის მიხედვით, უბნების დახურვამდე აგიტაცია აკრძალულია. საარჩევნო უბნები დილის რვა საათზე გაიხსნება და საღამოს რვაზე დაიხურება.
არჩევნებში 11 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. თითქმის ყველა კვლევა გამარჯვებას ნიკოლ ფაშინიანსა და მის თანაპარტიელებს უწინასწარმეტყველებს.
ვადამდელი არჩევნები სომხეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც საპროტესტო აქციების შედეგად ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგა. ამის შემდეგ, მთავრობას სათავეში დროებით ნიკოლ ფაშინიანი ჩაუდგა. გასულ თვეში თავად ფაშინიანიც გადადგა თანამდებობიდან, რათა ქვეყენაში საპარლამენტო არჩევნები დანიშნულიყო.