სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ინფიცირებული
სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 აგვისტოს მდგომარეობით, სომხეთში, ოფიციალური მონაცემებით, რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 40 433 შემთხვევა. აქედან, 32 616 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია, საერთო ჯამში, 1 024 პაციენტი. მათგან 228 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.