სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 62 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 266

11:35, 07.09.2020

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 62 ადამიანი დაინფიცირდა, 266 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

7 სექტემბრის მდგომარეობით, სომხეთში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე სულ კორონავირუსის 44 845 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 40 121 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 175 პაციენტი, მათგან 275 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.

მსგავსი