სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 350 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:15, 09.06.2020

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 350 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო-დღე ღამეში გარდაიცვალა ექვსი ადამიანი.

საერთო ჯამში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის შედეგად 13 675 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილია 217 ადამიანი.

საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 8 933 ადამიანი.

მსგავსი