სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 200 ადამიანი დაინფიცირდა, რვა გარდაიცვალა

12:39, 08.08.2020

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რვა ადამიანი კი ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 40 185 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 785 ადამიანი გარდაიცვალა.

228-ს შეადგენს იმ პაციენტთა რიცხვი, რომლებსაც კორონავირუსი ჰქონდათ, თუმცა გარდაცვალების მიზეზი სხვა თანმხლები დაავადება გახდა.

ამ დროისთვის ქვეყნის საავადმყოფოებში სულ 6777 კოვიდინფიცრებული მკურნალობს.

მსგავსი