სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 042 ადამიანი დაინფიცირდა, 23 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 042 ადამიანი დაინფიცირდა, 23 პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 042 ადამიანს დაუდასტურდა, 23 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 731 პაციენტი.

ინფორმაციას გამოცემა „ნიუს ამი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 21 პაციენტის გარდაცვალების მიზეზი „კოვიდ-19“ გახდა, ორი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები სახელდება.

9 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 107 466 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 64 910 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 1 580 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 407 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.