სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 891 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 332 პაციენტი

11:09, 19.03.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 891 შემთხვევა გამოვლინდა, 332 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 19 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ სამის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 4 725 ტესტი ჩატარდა.

19 მარტის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 182 056 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 167 518 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 320 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 851 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

მსგავსი