სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 86 შემთხვევა გამოვლინდა, 238 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 86 შემთხვევა გამოვლინდა, 238 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 86 შემთხვევა გამოვლინდა, 238 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 3 613 ტესტი ჩატარდა.

18 ივნისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 224 086 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 215 893 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 492 ადამიანი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი