სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 808 შემთხვევა გამოვლინდა, 588 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:07, 28.04.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 808 შემთხვევა გამოვლინდა, 588 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 13 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ერთის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 4 807 ტესტი ჩატარდა.

28 აპრილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 214 872 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 196 289 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 071 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 009 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.

მსგავსი