სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 612 ახალი შემთხვევა. შესაბამის მონაცემებს სომხური მედია ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, კიდევ ოთხი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი „სხვა დაავადება“ გახდა. გარდაცვალების ასეთი შემთხვევების საერთო რიცხვი 86-ს შეადგენს. ამგვარად, ოფიციალური სტატისტიკით, სომხეთში გარდაიცვალა სულ 344 კოვიდინფიცირებული.

ქვეყანაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 15 281 შემთხვევა, საიდანაც 5 639 უკვე გამოჯანმრთელდა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად კორონავირსზე 9 298 ინფიცირებული მკურნალობს.