სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 595 შემთხვევა გამოვლინდა, 801 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:09, 27.04.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 595 შემთხვევა გამოვლინდა, 801 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 18 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ექვსის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 4 277 ტესტი ჩატარდა. 27 აპრილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 214 064 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 195 701 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 058 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 008 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.

მსგავსი