სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 560 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 ადამიანი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 560 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 ადამიანი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ეპიდემიას 19 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა 560 ახალი ინფიცირებული.

შედეგად, სომხეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 20 268 ადამინს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 350 პაციენტი. კიდევ 114 კოვიდინფიცირებული კი, სხვა მიზეზებით გარდაიცვალა და მათ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ცალკე აღრიცხავს.

ამჟამად სომხეთის საავადმყოფოებში მკურნალობს 10 802 ადამიანი. რაც შეეხება განკურნებულებს, მათი საერთო რაოდენობა ოფიციალური ცნობებით, 9 002-ია.