სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 493 შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი გარდაიცვალა

11:10, 05.05.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 493 შემთხვევა გამოვლინდა, 452 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 13 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 3 954 ტესტი ჩატარდა.

5 მაისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 217 900 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 201 559 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 178 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 029 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.

მსგავსი