სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 356 შემთხვევა გამოვლინდა, 1 034 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 356 შემთხვევა გამოვლინდა, 1 034 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 356 შემთხვევა გამოვლინდა, 1 034 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 17 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ოთხის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 3 434 ტესტი ჩატარდა.

7 მაისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 218 681  შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 203 307 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 209 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 036 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.