სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 335 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 335 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 335 ადამიანს გამოუვლინდა. გუშინ ახალი ინფიცირებულების რაოდენობა 230-ი იყო.

შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 5 606 შეადგინა. მათგან 2 581 უკვე გამოჯანმრთელდა.

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადეს, რომ ამჟამად საავადმყოფოებში მკურნალობს 2 928 ადამიანი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 70 ადამიანი დაიღუპა. მათგან სამი ბოლო 24 საათში გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი