სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 199 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 431 ადამიანი

11:07, 09.09.2020

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 199 ადამიანი დაინფიცირდა, 431 გამოჯანმრთელდა, ხუთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ორი „კოვიდ-19“-ით დაიღუპა, ხოლო სამი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა.

9 სექტემბრის მდგომარეობით, სომხეთში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, კორონავირუსის სულ 45 152 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 41 023 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა ჯამში 1 184 პაციენტი, მათგან 279 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.

 

მსგავსი