სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 231 შემთხვევა გამოვლინდა, 816 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 231 შემთხვევა გამოვლინდა, 816 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 231 შემთხვევა გამოვლინდა, 816 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 28 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ოთხის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 4 943 ტესტი ჩატარდა.

8 აპრილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 200 129 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 179 043 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 675 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 940 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.