სომხეთში კორონავირუსის 1 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო დღე ღამეში „კოვიდ-19“-ით 41 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 075 განიკურნა.
ამჟამად სომხეთის საავადმყოფოებში 29 581 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე, საერთო ჯამში სომხეთში ვირუსი დაუდასტურდა 124 839 ადამიანს. „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 931. კიდევ 498 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი კი სხვა დაავადება გახდა.