სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 192 შემთხვევა გამოვლინდა, 856 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 192 შემთხვევა გამოვლინდა, 856 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 192 შემთხვევა გამოვლინდა, 856 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 23 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ 14-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 4 976 ტესტი ჩატარდა.

3 აპრილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 196 044 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 175 401 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 575 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 918 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

დატოვე კომენტარი