სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 164 შემთხვევა გამოვლინდა, 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 164 შემთხვევა გამოვლინდა, 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 164 შემთხვევა გამოვლინდა, 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 14 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ სამის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადება დასახელდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 5 330 ტესტი ჩატარდა. 24 მარტის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 186 184 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 169 485 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 398 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 865 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.