სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 075 შემთხვევა გამოვლინდა, 583 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 075 შემთხვევა გამოვლინდა, 583 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 075 შემთხვევა გამოვლინდა, 583 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 19 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ორის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 8 869 ტესტი ჩატარდა. 14 აპრილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 205 128 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 184 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 794 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 957 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.