სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 843 ადამიანს დაუდასტურდა, 1 923 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 843 ადამიანს დაუდასტურდა, 1 923 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 843 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 29 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ 17 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 923 პაციენტი.

ინფორმაციას გამოცემა „ნიუს ამი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

პირველი დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 135 967 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 110 365 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 2 193 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 559 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.