სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 818 ადამიანს დაუდასტურდა, 277 პაციენტი გამოჯანმრთელდა

10:58, 12.03.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 818 ადამიანს დაუდასტურდა, 277 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ერთის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 3 934 ტესტი ჩატარდა.

12 მარტის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 177 104 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 165 718 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 243 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 835 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

მსგავსი