სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 652 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 652 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 652 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 14 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ორი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 601 პაციენტი. ინფორმაციას გამოცემა „ნიუს ამი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 153 825 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 132 532 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ2 630 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 652 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.