სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 59 ადამიანს დაუდასტურდა, 265 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:13, 29.01.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 59 ადამიანს დაუდასტურდა, 265 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ორი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ სამი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 1 190 ტესტი ჩატარდა.

29 იანვრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 166 728 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 156 910 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 069 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 765 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

მსგავსი