სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, 902 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 10 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ სამი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსის 2 483 ტესტი ჩატარდა.

ინფორმაციას გამოცემა „ნიუს ამი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

30 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 158 878 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 141 844 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ2 807 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 679 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.