სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 485 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ათი პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 485 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ათი პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 485 ადამიანს დაუდასტურდა, 644 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ათი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ რვა ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 2 093 ტესტი ჩატარდა.

13 იანვრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 163 128 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 151 246 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 2 951 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 715 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.