სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 379 ადამიანს დაუდასტურდა, 932 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 379 ადამიანს დაუდასტურდა, 932 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 379 ადამიანს დაუდასტურდა, 932 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 14 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ოთხი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 2 123 ტესტი ჩატარდა.

9 იანვრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 161 794 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 148 893 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ2 922 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 700 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.