სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 307 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 189 პაციენტი

11:52, 21.01.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 307 ადამიანს დაუდასტურდა, 189 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ერთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 2 199 ტესტი ჩატარდა.

21 იანვრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 165 528 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 154 046 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 021 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 742 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

მსგავსი