სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 223 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 113 პაციენტი

11:35, 20.02.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 223 ადამიანს დაუდასტურდა, 113 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ერთი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ორის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 3 509 ტესტი ჩატარდა.

20 თებერვლის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 170 234 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 161 903 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 159 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 799 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

მსგავსი