სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 191 ადამიანს დაუდასტურდა, 213 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:29, 19.02.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 191 ადამიანს დაუდასტურდა, 213 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ორი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ სამის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 2 931 ტესტი ჩატარდა.

19 თებერვლის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 170 011 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 161 790 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 158 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 797 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

მსგავსი