სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 190 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი

11:14, 03.02.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 190 ადამიანს დაუდასტურდა, 358 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ხუთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 2 518 ტესტი ჩატარდა.

3 თებერვლის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 167 421 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 158 693 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 096 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 777 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

მსგავსი