სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 173 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 404 პაციენტი

12:06, 30.01.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 173 ადამიანს დაუდასტურდა, 404 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ორი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ერთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 1 767 ტესტი ჩატარდა.

30 იანვრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 166 901 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 157 314 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 071 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 766 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

მსგავსი