სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 158 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 305 პაციენტი

11:43, 05.02.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 158 ადამიანს დაუდასტურდა, 305 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ორი პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 2 858 ტესტი ჩატარდა.

5 თებერვლის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 167 726 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 159 350 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 109 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 779 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

მსგავსი