სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 147 ადამიანს დაუდასტურდა, 352 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:33, 04.02.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 147 ადამიანს დაუდასტურდა, 352 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 11 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ორი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 1 829 ტესტი ჩატარდა.

4 თებერვლის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 167 568 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 159 045 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 107 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 779 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

მსგავსი