სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 143 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 535 პაციენტი

11:05, 02.02.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 143 ადამიანს დაუდასტურდა, 535 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ სამი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 1 921 ტესტი ჩატარდა.

2 თებერვლის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 167 231 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 158 335 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 089 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 772 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

მსგავსი