სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 138 ადამიანს დაუდასტურდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 138 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 138 ადამიანს დაუდასტურდა, 472 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ხუთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 1 938 ტესტი ჩატარდა.

26 იანვრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 166 232 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 155 404 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 052 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 758 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.