სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 476 ადამიანს დაუდასტურდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 476 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 476 ადამიანს დაუდასტურდა.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 22 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ რვა ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 094 პაციენტი.

ინფორმაციას გამოცემა „ნიუს ამი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

27 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 132 346 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 105 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 2 090 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 527 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.