სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 248 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 248 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 248 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 31 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ რვა ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 330 პაციენტი.

ინფორმაციას გამოცემა „ნიუს ამი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 133 594 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 106 479 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 2 121 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 535 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.