სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 174 ადამიანს დაუდასტურდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 174 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 174 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 23 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ხუთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 350 პაციენტი. ინფორმაციას გამოცემა „ნიუს ამი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 145 240 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 121 882 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ2 416 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 606 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.